კალათბურთი 120 წლისაა!

ზუსტად 120 წლის წინ ჯეიმს ნეისმიტმა ჩაატარა პირველი საკალათბურთო მატჩი.

დეკემბერი… ქუჩაში სიცივეა. ასეთ დროს მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ სახლში ყოფნას სითბოში-საერთო საცხოვრებელში, წიგნებით ხელში. “კანადაში ამ დროს ყველაფერი დაფარული იყო თოვლით…”-დარდით გულში ფიქრობდა ჯეისონ ნეისმიტი, რომელსაც ერთი თვის წინ შეუსრულდა 30 წელი. ის უკვე სამი წელი ასწავლიდა სპრინგფილდში, მაგრამ მას ისევ უნდოდა დაბრუნება სამშობლოში.

სახლში დაბრუნებას ჯეიმსი არ ჩქარობდა. მას მშვენივრად ესმოდა, რომ ახალგაზრდა ქრისტიანების კოლეჯი-საუკეთესო ადგილია სამუშაოს მხრივ ქვეყანაში. ყოველშემთხვევაში კანადაში ასეთ პირობებს
არავინ შესთავაზებდა.

ნეისმიტი იდგა სპორტულ დარბაზში. ჩვეულებრივი ხოლი, დამონტაჟებული გიმნასტიური ბირთვებით. ამ ყველაფრისგან შეიძლება რაღაც საინტერესო გამოვიდეს??! ის, თვითონ შესანიშნავი
სპორტსმენია, კარგად ესმოდა, რომ სტუდენტების დაინტერესება ზამთარში, ასეთ ამინდში შეუძლებელია.

-ჯეიმს,შეგიძლიათ ორიოდე წუთით შემოხვიდეთ ჩემთან?- დაუძახა მას აივნიდან დირექტორ აბრამსმა.ნეისმიტი მოწყდა ფიქრებს.

-კი,კი რათქმაუნდა ბატონო დირექტორო.
აქედან დაიწყო ყველაფერი ! ფიზიკური კულტურის დეპარტამენტიდან იყო თხოვნა , რომ ეფიქრათ ახალ მოძრავ თამაშებზე.

კალათბურთმა უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა თავის ადგილი, გახდა პოპულარული…

გაგრძელება იქნება :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • Facebook
  • Google Bookmarks
  • Twitter
  • Yahoo! Bookmarks
Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.