MyVideo-ს Live მაუწყებლობა ფასიანი ხდება

საქართველოს ყველაზე პოპულარული პორტალი MyVideo ცვლის Live მაუწყებლობის პირობებს:

myvideo

საიტის ოფიციალურ ბლოგზე დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოეთში მყოფთათვის Live მაუწყებლობა ფასიანი ხდება. მომსახურების ფასია 20 ლარი თვეში, ან 200 ლარი წელიწადში, გადახდა შესაძლებელია პლასტიკური ბარათებით ან საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ ფაქტმა გამოიწვია უსიამოვნო გამოხმაურება, რა თქმა უნდა ეგ იმის ბრალია რომ ყველა ვერ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში და ჰგონია რომ სარეკლამო ბანერებით შემოსული თანხა იმაზე მეტს წარმოადგენს ვიდრე ამ საიტის არსებობისათვის არის საჭირო.

წარმოიდგინეთ დღევანდელი სტატისტიკით საიტზე ატვირთულია 546890 ვიდეო, არც ისე ცოტაა ხომ? :) ეხლა დაფიქრდით რამდენი ვიდეო არის 1 წუთიანი, და რამდენი არის 1 საათიანი. საიტი ამუშავებს უამრავ სერვერს, რომ საიტმა შეძლოს გამართულად მუშაობა და ყოველთვის ვიდეოს ჩატვირთვის დრო იყოს მინიმალური – ეს იმისთვის დავწერე რომ მიხვდეს ის უბრალო მომხმარებელი რომელიც ვერ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში თუ სად იხარჯება სარეკლამო ბანერებით შემოსული თანხები.

ეხლა კი გადავიდეთ Live-ზე, პირველ რიგში ყველა არხის ჩაწერა ხდება და ჩანაწერი ინახება 1 კვირის განმავლობაში, კიდევ ერთი დატვირთვა საიტის სერვერებზე.

შემდეგ უკვე ტრაფიკი, თუ ვინმემ არ იცის რას ნიშნავს ტრაფიკი ნახეთ ვიკიპედიაზე, უცხოური ტრაფიკი არის ფასიანი, ანუ უყურებს ვიღაცა უცხოეთში რაღაცა ჩანაწერს, ის ჩანაწერი მაგალითად იკავებს 100მბ, ამ ერთი ნახვის შემდეგ MyVideo იხდის ამ 100მბ ტრაფიკის საფასურს.

პ.ს. იმედია ყველაფერი გასაგებად დავწერე :)

პ.პ.ს მე არანაირი კავშირი არ მაქვს MyVideo-სთან, უბრალოდ ვაფასებ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • Facebook
  • Google Bookmarks
  • Twitter
  • Yahoo! Bookmarks
Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.