ნიჭიერი – ფინალი რომელსაც არ ველოდი

მოგესალმებით!

ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ გამარჯვებული სამეულის ნახვა!

ნიჭიერიდიდად არ მომწონს ასეთი პროექტები, მაგრამ ძალიან დამაინტერესა პროექტის ფინალმა, რადგანაც მართლაც იყვნენ იქ ნიჭიერები. როდესაც 12-ვე მონაწილემ შეასრულა თავისი ნომრები ხმა მაღლა ვთქვი რომ ის ქალბატონი და მამაკაცი სამეულში ვერ მოხვდებიან… შევცდი :) რამაც ძალიან გამაკვირვა.

რატომ გამაკვირვა?

აგიხსნით, მსოფლიო მასშტაბით ტარდება შოუ “ნიჭიერი” და იქ მართლაც ნიჭიერ ხალხს ეძებენ და პოულობენ.

პირველ რიგში ჟიური, ნიკა მემანიშვილის ობიექტურ გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერ შევიტან მხოლოდ და მხოლოდ მუსიკისის და სიმღერის ჟანრში. მაია ასათიანი – ზედმეტად ემოციური ქალბატონი, რომელიც ხშირად მაყურებლის ნერვებზე თამაშობს :) და ბოლოს გეგა – უბრალო ადამიანი, რომელიც აფასებდა ყველა ნიჭიერს თავისი გადმოსახედიდან, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე რომ დაესვათ მანდ ისიც იგივენაირად შეაფასებდა მონაწილეებს და გაიყვანდა თავის სიმპატიებს. მიმიხვდით ალბათ რისი თქმაც მინდა, ჟიური არ იყო ობიექტური!

დავანებოთ თავი ჟიურის და გადავიდეთ ფინალისტებზე:

გუგა ჭყონია

გუგა ჭყონიასაქართველოსთვის სრულიად ახალ ჟანრში მოღვაწეობს, მიუხედავათ იმისა რომ ის მხოლოდ ერთი წელია რაც ამ საქმით არის დაკავებული საკმაოდ კარგად ასრულებს და მართლაც აქვს ნიჭი! მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ მისი გამოსვლა ნახევარ ფინალში ბევრად მომეწონა ვიდრე ფინალში, ეს ყველაფერი ნერვიულობის ბრალი იქნებოდა დარწმუნებული ვარ. წარმატებები გუგას!

ავთო ნაცარაშვილი

ავთო ნაცარაშვილივირტუოზი! ბ. ავთო ჩვენი მაყურებელი ვერ შეგაფასებთ სამწუხაროდ :( მეტს ვერაფერს ვერ დავწერ…

დავით რობაქიძე

დავით რობაქიძენიჭიერია? არა! უნიჭიერესი!

ახალგაზრდა დათოს შეუძლია მაყურებლის გართობა, შესანიშნავი ფოკუსების ჩვენება და ეს ყველაფერი მას საკმაოდ კარგად გამოსდის. ნუთუ ხალხმა ვერ დაინახა ეს? გითხრათ უმრავლესობის აზრი?

- ფოკუსებია რა…

- ასეთებს მეც გავაკეთებ…

- კაი რა ჩემი ახლობელი უკეთეს აკეთებს…

ეს სია შეიძლება ძალიან გრძელი გამიხდეს.

დათო, დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმეს თავს არ დაანებებ და საქართველოს ყველაზე ცნობილი ილუზიონისტი გახდები! წარმატებები შენ!

ანი ხანჩალიანი

ანი ხანჩალიანიყველაზე მეტად დამწყდა გული როდესაც ანი სამეულში ვერ მოხვდა :(

ხალხ . . . რა გჭირთ?

ყველა ინტერნეტ გამოკითხვით ანი ლიდერობდა, რა მოხდა სინამდვილეში?

პირველ რიგში იმღერა სიმღერა რომელიც უკვე ჰქონდა ნამღერი ნახევარფინალში, ნუთუ ამან გამოიწვია ხმების ნაკლებობა? არ მგონია.

ვისაც აწუხებს კითხვა თუ რატომ იმღერა იგივე სიმღერა გეტყვით, პროექტის წესების თანახმად მონაწილეს აქვს უფლება იმღეროს იგივე სიმღერა რაც შეასრულა ნახევარფინალში. რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ მას ის კარგად ასრულებს  :)

ამ გოგონას შეუძლია სიმღერა ისე როგორც ბევრ ცნობილ ზრდასრულ მომღერალს არა! გააჩნია უზომოდ დიდი ნიჭი სიმღერაში.

ანი ხანჩალიანი ნიჭიერში

ბევრმა წარმოსთქვა შემდეგი რამ:

ესენი ახალგაზრდები არიან და ნახავენ საკუთარ გზას…

არა! არ შეიძლება ასე! ზუსტად ახალგაზრდას უნდა მიეცეს სტიმული, უნდა გაეხსნას გზა, უნდა უნდა უნდა…

ანი გახდება ძალიან ცნობილი მომღერალი აუცილებლად!

პ.ს. რატომ არ დავწერე სხვა მონაწილეებზე? ერთი მიზეზის გამო, ისინი ნიჭიერები არ არიან.

ეს უბრალოდ ჩემი აზრია, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ მე არ მეწყინება :)

დამატებულია ანა ხანჩალიანის ვიდეო, ფინალი, ნიჭიერი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • Facebook
  • Google Bookmarks
  • Twitter
  • Yahoo! Bookmarks
You can skip to the end and leave a response. Pinging is currently not allowed.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.