მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა ახალი პარკი რიყეზე. ტვ-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გადავწყვიტე მენახა ნაქები პარკი.
ახალი პარკი რიყეზე
შოუ-ს ეპოქა ქართულ ტელევიზიაში
დავიწყებ სიტყვა „შოუ“-ს მნიშვნელობით:
შოუ (ინგლისურიდან) – დიდ სცენურ სანახაობრიობას ნიშნავს, რომლის ძირითადი აქცენტი კეთდება ვიზუალ ეფექტზე.
ეხლა კი ვნახოთ ორი წამყავანი არხის – რუსთავი2 და იმედის წამყავანი გადაცემების დასახელებები:
- ვანოს შოუ
- ნანუკას შოუ
- ქლაბ შოუ
- კამედი შოუ
- ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან
- დღის შოუ
- თქვენი შოუ
საკმარისია იმისათვის, რომ ყურს აღიზიანებდეს ეს სიტყვა, მხოლოდ და მახოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გადაცემების რეკლამირებას ორივე არხი ზედმეტად დიდ დროს უთმობს. თუმცა აქ სხვა რამეზე მაქ საუბარი, კერძოდ კი არხების ე.წ. „კრეატივშიკებზე“, თუ რა თქმა უნდა ისინი არსებობენ
მოკლედ კრეატივის შესახებ – ახასიათებს ადამიანის საქმიანობის პროდუქტს, რომელიც შექმნილია ახალი მეთოდებით, განსხვავდება ანალოგიურებიდან ახალი მიდგომით, შემოქმედებითი გადაწყვეტილებით. ასეთი პროდუქტი ძირითადად კეთდება ყურადღების მოსაზიდად, ის უნდა იყოს მაღალი დონის და ადვილად აღქმადი.
ალბათ მიხვდით, რომ ამ შოუ-ებს ზუსტად სიახლე აკლია, უფრო სწორედ კი შოუ-ების შემქმნელებს.
ნუთუ ასე რთულია სახელის მოფიქრება?
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გადაცემებიდან წარმოადგენს რეალურად შოუს?
არა!
დაწვრილებითი კრიტიკა თითოუელ „შოუ“-ს მიმართ შემდეგ პოსტებში
In God We Trust
კიდევ ერთი ფაქტი მსოფლიო ისტორიიდან:
მსოფლიოში ცნობილი სლოგანი, რომელიც ასახულია დოლარის კუპიურებზე: In God We Trust.
პირველად 1864 წელს დოლარზე იქნა ასახული ეს წარწერა, თითქმის 100 წლის შემდეგ 1956 წელს აშშ-ს კონგრესმა ეს სიტყვები აღიარა ნაციონალურ დევიზად და აღნიშნა ის, რომ ნებისმიერ დოლარის კუპიურაზე უნდა ასახული იყოს სლოგანი – In God We Trust (ჩვენ გვწამს ღმერთის).
ასეთი მოკლე პოსტით შემოვიფარგლები დღეს
@ – ნიშნის ისტორია
@ – ნიშნის ისტორია
კომპიუტერის და ინტერნეტის მომხარებლისთვის ცნობილია ნიშანი @, მაგრამ მისი ისტორია საკმაოდ ცოტამ იცის.
სინამდვილეში შუასაუკუნის ბერებმა გამოიგონეს ნიშანი @ ლათინური “ad” შესამოკლებლად.
შემდეგ მას იხსენებენ უკვე მე15 საუკუნეში, ესპანელი ვაჭრები ხმარობდნენ ამ ნიშანს როგორც გარკვეული წონის მაჩვენებელს (დაახლოებით 11,5კგ). კაპიტალიზმის ეპოქაში ნიშანი შეურთდა ფასის მაჩვენებლებს და საბეჭდ მანქანებზეც იყო გამოსახული სხვა სიმბოლოებთან ერთად – #,$,%…
ეს ყველაფერი გაგრძელდა 1971 წლამდე, სანამ გამომგონებელმა რეი ტომლინსონმა არ მოუგონა მას სხვა დანიშნულება. კერძოდ კი ტომპლინსონმა შეძლო რამდენიმე კომპიუტერის გაერთიანება ქსელში Arpanet, მას ჭირდებოდა ნიშანი რომელიც არ იქნებოდა გამოყენებული არც ერთ სხვა დადასახელებაში.
ამ ნიშანს თანამედროვე ენაში ხშირად უწოდებენ “ძაღლუკას” – პირდაპირი თარგმანია რუსულიდან “собака”. პოლონეთში მას ეძახიან – “მაიმუნს”, შვეციაში და დანიაში – “სპილოს ხორთუმს”, ფინეთში – “კატის კუდს”. ყველაზე ბანალური სახელი აქვთ ჩინელებს – უბრალოდ “a წრეში”.
საქართველოში მას უწოდეს “ძაღლუკა” როგორც მაღლა ავღნიშნე, ზოგი უბრალოდ “at”-ს უწოდებს, ორიგინალური სახელი არც აქ არ მოუფიქრებიათ
ვერა ქობალია – WTF?
მოგესალმებით!
პირველ რიგში გაგაცნობთ ამ სასიამოვნო გარეგნობის მქონე მანდილოსანს: ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მის ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ეკონომიკისა და მდგარი განვითარების ვებ-გვერდზე – http://www.economy.ge/?category=16&lang=geo&item=135
აქვე არის მითითებული მისი საკონტაქტო და კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ( არ მოგერიდოთ
).
ეხლა კი საქმე, სრულიად შემთხვევით TV-ს ყურებისას წავაწყდი შემდეგ კადრებს:
ყველას შეიძლება მოგვივიდეს შეცდომა გაიფიქრეთ თქვენ ამ ვიდეოს ნახვისას, მაგრამ არა! ეკონომიკის მინისტრს ასეთი შეცდობა არ უნდა მოსვლოდა, ეტყობა პატარაა ჯერ და კამერის შიში აქვს, დაიბნა გოგო
დასაქმების პრობლემა
საკმაოდ მტკივნეულ თემას უნდა შევეხო დღეს – უმუშევრობა! მაგრამ არ მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რა ძნელია სამსახურის შოვნა და … ა.შ.
უბრალოდ ვიჯექი კომპიუტერთან და დამაინტერესა უმუშევართი ზრდის/კლების სტატისტიკა, გადავქექე ქართული ინტერნეტი და ვერაფერი ვნახე, მხოლოდ და მხოლოდ გაზეთებში წერია მოკლე ინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ არ უწერია წყარო, აქედან გამომდინარე მას არ ვენდობი. ამავე დროს ვნახე რამდენიმე ქვეყნის წლიური სტატისტიკა, გრაფიკებით და სრული მონაცემებით.
თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ, რადგანაც ამ პოსტს მე არ დავხურავ.
ეხლა კი მოკლე ამონაწერები ქართული რესურსებიდან:
2008 წელს საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით (ისევ და ისევ არ წერია საიდან არის აღებული ოფიციალური მონაცემები) , უმუშევართა რიცხვი 55 ათასით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა 316 ათასი შეადგინა. 2007 წელს ეს მონაცემი 261 ათასი იყო. გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით კი საქართველოში უმუშევართა რაოდენობა უკვე 400 ათასს აღწევს. ამ რაოდენობაში არ შედის 2009 წელს უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანი, რომელთა აღრიცხვა ჯერ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის დასაწყისში მთავრობის მთავარი საზრუნავი უმუშევრობის 13-14%-ზე შენარჩუნება იყო, ფაქტია, რომ მათ ეს ვერ მოახერხეს და უმუშევრობა დაახლოებით 16,5%-ს აღწევს. არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით 2009 წელს 350 ათასს მიაღწევს. – გაზეთი “ბანკები და ფინანსები“.
ამ ეტაპისთვის მოსახლეობის 16% უმუშევარია, ეს ოფიციალური მონაცემებით. არაოფიციალურად ეს ციფრი ბევრად მეტია იმაზე, რასაც სახელისუფლო სტრუქტურის წარმომადგენლები წარმოგვიდგენენ.
“სტატისტიკურმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები უმუშევრობის შესახებ. თუ ადრე 13,4%-ს, ანუ დაახლოებით 300-350 ათას უმუშევრს აფიქსირებდნენ, ახლა აღიარეს, რომ უმუშევრობა 3%-ით გაზარდა. მიაჩნიათ, რომ ეს არის 16%, ანუ ბოლო წელიწადნახევარში დაგვიკარგავს 80-100 ათასი საუშაო ადგილი.
მათ რეალური ციფრები არ აქვთ და რეალურად ბევრად მეტი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში. წლის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ 2010 წლამდე, დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავდა და გამართლდა კიდეც”, – ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, მაგრამ ზოგად მდგომარეობას ვერ შეცვლის, ყველ შემთხვევაში, 2011 წლამდე მაინც – გაზეთი “რეზონანსი“.
შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ანალიზი ამ მონაცემების მიხედვით
პ.ს. კიდევ ერთხელ გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია, ან ვებ-გვერდი სადაც იქნება უმუშევართა ოფიციალური სტატისტიკა.
პირველი “ალო”
რატომ ვამბობთ ყურმილის აღებისას სიტყვას “ალო”?
“ალო” არის ტრანსფორმირებული სიტყვა ინგლისური მისალმების «Hello»-ს ვერსია.
სხვა და სხვა ქვეყნებში ამ სიტყვამ განიცადა ცვლილებები, მაგალითად: თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთში არის «Alo!»; დანიაში, ესტონეთში, გერმანიაში – «Hallo!»; იაპონიაში «Harro» და ა.შ. მიუხედავათ ამისა სიტყვის მნიშვნელობა არ შეცვლილა და ის არასოდეს შეგეშლება სხვა სიტყვაში.
ვისი იყო პირველი «Hello»?
ალექსანდრე ბელლმა, პირველი ტელეფონის შემქმნელმა, წარმოადგინა თავისი ვერსია «Ahoy!» – ასე ეძახდნენ ერთმანეთს ინგლისელი მეთევზეები გემების შეხვედრისას, მაგრამ იდეამ არ დაიმსახურა მოწონება. ალტერნატიული იდეის ავტორი (ამ შემთხვევაში კი ზუსტად «Hello»-ს) გახლდათ არანაკლებად ცნობილი გამომგონებელი ტომას ედისონი.
წარმოიდგინეთ : თუ ეხლა ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში ყველა ესალმება ერთმანეთს სიტყვით «hello», მე-19 საუკუნეში კი სიტყვა «hello» არ გამოიყენებოდა. მანამდე იყო სიტყვა «Hullo», რომელიც გამოიყენებოდა ყურადღების მოსაქცევად. ვარაუდობენ, რომ ედისონმა გადაწყვიტა გადაეკეთებინა სიტყვა «hullo» სატელეფონო მისალმებად, და გამოვიდა – «Hello!».
თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნები, მაგალითად იტალია, იქ ხმარობენ სიტყვას “Pronto”






