მე არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი ვინც ამ თემას შეეხება, თითქოს და ათასჯერ დაწერილი და წაკითხული, თითქოს და გასაგები, მაგრამ… სანამ ეს პრობლემა მასიურად შეგვაწუხებს უნდა ვებრძოლოთ მას!
სურათიდან გამომდინარე არ გეგონოთ რომ პოსტი ატარებს სარეკლამო სახეს, უბრალოდ ყველაზე პოპულარული დეზადორანტების სურათები შევარჩიე, და არ გეგონოთ რომ თქვენ რაიმე საფრთხე გელით (რადიაციის ნიშანს ვგულისხმობ
), საქმე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტშია და თბილისელ მოსახლეობაზე.
ზაფხულია, ცხელა, მგზავრობ ტრანსპორტით და ამ დროს აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი რომელსაც ასდის აუტანელი სუნი! არ მესმის რატომ? ნუთუ ასე ძნელია დაიცვა პირადი ჰიგიენა, იმაზე საუბარი რომ ხალხს უჭირს და ა.შ. ზედმეტია აქ, რადგანაც ადამიანი მგზავრობს ტრანსპორტით, მას ნორმალურად აცვია, უნდა ჰქონდეს იმის საშუალება რომ თვეში საკუთარი თავისთვის გაიმეტოს 5 ლარი, დიახ მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარი და წყალი კმარა იმისათვის, რომ ადამიანი არ იწვევდეს ზიზღს.









