MyVideo-ს Live მაუწყებლობა ფასიანი ხდება

საქართველოს ყველაზე პოპულარული პორტალი MyVideo ცვლის Live მაუწყებლობის პირობებს:

myvideo

საიტის ოფიციალურ ბლოგზე დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოეთში მყოფთათვის Live მაუწყებლობა ფასიანი ხდება. მომსახურების ფასია 20 ლარი თვეში, ან 200 ლარი წელიწადში, გადახდა შესაძლებელია პლასტიკური ბარათებით ან საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ ფაქტმა გამოიწვია უსიამოვნო გამოხმაურება, რა თქმა უნდა ეგ იმის ბრალია რომ ყველა ვერ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში და ჰგონია რომ სარეკლამო ბანერებით შემოსული თანხა იმაზე მეტს წარმოადგენს ვიდრე ამ საიტის არსებობისათვის არის საჭირო.

წარმოიდგინეთ დღევანდელი სტატისტიკით საიტზე ატვირთულია 546890 ვიდეო, არც ისე ცოტაა ხომ? :) ეხლა დაფიქრდით რამდენი ვიდეო არის 1 წუთიანი, და რამდენი არის 1 საათიანი. საიტი ამუშავებს უამრავ სერვერს, რომ საიტმა შეძლოს გამართულად მუშაობა და ყოველთვის ვიდეოს ჩატვირთვის დრო იყოს მინიმალური – ეს იმისთვის დავწერე რომ მიხვდეს ის უბრალო მომხმარებელი რომელიც ვერ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში თუ სად იხარჯება სარეკლამო ბანერებით შემოსული თანხები.

ეხლა კი გადავიდეთ Live-ზე, პირველ რიგში ყველა არხის ჩაწერა ხდება და ჩანაწერი ინახება 1 კვირის განმავლობაში, კიდევ ერთი დატვირთვა საიტის სერვერებზე.

შემდეგ უკვე ტრაფიკი, თუ ვინმემ არ იცის რას ნიშნავს ტრაფიკი ნახეთ ვიკიპედიაზე, უცხოური ტრაფიკი არის ფასიანი, ანუ უყურებს ვიღაცა უცხოეთში რაღაცა ჩანაწერს, ის ჩანაწერი მაგალითად იკავებს 100მბ, ამ ერთი ნახვის შემდეგ MyVideo იხდის ამ 100მბ ტრაფიკის საფასურს.

პ.ს. იმედია ყველაფერი გასაგებად დავწერე :)

პ.პ.ს მე არანაირი კავშირი არ მაქვს MyVideo-სთან, უბრალოდ ვაფასებ :)

ნიჭიერი – ფინალი რომელსაც არ ველოდი

მოგესალმებით!

ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ გამარჯვებული სამეულის ნახვა!

ნიჭიერიდიდად არ მომწონს ასეთი პროექტები, მაგრამ ძალიან დამაინტერესა პროექტის ფინალმა, რადგანაც მართლაც იყვნენ იქ ნიჭიერები. როდესაც 12-ვე მონაწილემ შეასრულა თავისი ნომრები ხმა მაღლა ვთქვი რომ ის ქალბატონი და მამაკაცი სამეულში ვერ მოხვდებიან… შევცდი :) რამაც ძალიან გამაკვირვა.

რატომ გამაკვირვა?

განაგრძეთ კითხვა»

Spam Movie

You Have 1 unread message in your SPAM folder… ასე დაიწყო ყველაფერი…

ინტერნეტ მომხმარებლებს გექნებათ ნანახი ახალი საშინელებათა ფილმის „სპამი“-ს რეკლამა ან ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.tbilifilm.ge/spam/ge/index.html

რადგანაც პრემიერამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ვისაუბრებ იმაზე რაც ვიცი :)

განაგრძეთ კითხვა»

ახალი ხიდი რიყეზე

პროექტი რომელმაც მოიქცია თითოეული თბილისელის ყურადღება.

დაწყების თანავე თვალყურს ვადევნებ და მინდა გითხრათ რომ ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ ადრეა პროექტის ქება.

პირველ რიგში გამიჩნდა კითხვა ვინ არის ამ პროექტის არქიტექტორი (შემქმნელი), სრულიად შემთხვევით წავაწყდი საიტს http://www.takamatsu.co.jp – იაპონელი არქიტექტორის ვებ-გვერდი სადაც ვნახე პროეტქი სახელად “FENIX”. ზუსტად ამ საიტიდან არის აღებული პირველი სურათი ამ პოსტში. თუმცა ხიდის გახსნის დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს ვიღაც იტალიელი არქიტექტორისგან, თითქოს და ამ პროექტის ავტორია (სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს). სიმართლე გითხრათ დღემდე ვერ გამიგია ვინ არის არქიტექტორი :) თუ შეხვალთ იაპონელი არქიტექტორის საიტზე და ნახავთ პროექტს “FENIX” დააკვირდით ხიდის დიზაინს, ის ცოტათი განსხვავდება უკვე აშენებული ხიდის დიზაინისაგან, მაგრამ ეს პროექტი შექმნილი იყო დაახლოებით 2007-2008 წელს, თან საიტს გარკვევით უწერია: რიყე, თბილისი, საქართველო.

განაგრძეთ კითხვა»